Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში მეორე შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. თამაშის წინ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

იგორ ანგელოვსკი (ჩრდ. მაკედონიის მთავარი მწვრთნელი): "გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ამ ჯგუფს არ ჰყავს გამოკვეთილი ფავორიტი და ყველას თანაბარი შანსი აქვს. ხვალ მძიმე თამაში გველის, რადგან საქართველო კარგი გუნდია. როგორც მწვრთნელი, გუნდს ისე ვამზადებ, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ და ვეცდებით, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. კონკრეტულად ხვალინდელი თამაშის გეგმაზე ვერ ვისაუბრებ.

ამ მომენტისთვის საქართველო გუნდურად ძალიან კარგად თამაშობს, დადებითი შედეგები აქვს და ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გეგმები გვაქვს და ვეცდებით, 3 ქულა მოვიპოვეთ.

საქართველო ძალიან კარგი გუნდია და იმედი მაქვს, რომ ჩვენც და საქართველოც გავალთ ევრო 2020-ის პლეიოფის ფინალში. თუმცა, ეს მატჩი ნოემბერში იქნება და ახლა მთლიანად ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებული".

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე იტალიური ჯენაოს თავდამსხმელი გორან პანდევი იმყოფებოდა, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა.

გორან პანდევი (ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელი): "სკოპიეში ძალიან რთულ პირობებში ვითამაშეთ, ძნელი იყო შუადღის 3 საათზე თამაში. რაც შეეხება თბილსს: შესანიშნავი სტადიონია, მინდვრის საფარიც კარგ მდგომარეობაშია. ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და სახლში 3 ქულით დავბრუნდეთ".

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ტალინში, ესტონეთი 1:0 დაამარცხა, ხოლო ჩრ. მაკედონიამ შინ სომხეთს 2:1 აჯობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე დაუმარცხებელია - 7 მატჩი, 6 მოგება, 1 ფრე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები