Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში დანაკლისით და 20 ფეხბურთელით ჩამოვა. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, იგორ ანგელოვსკის მიერ შერჩეულ შემადგენლობას 2 ფეხბურთელი გამოაკლდა.

ცენტრალური მცველი კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი) და თავდამსხმელი ივან ტრიჩკოვსკი (აეკ ლარნაკა, კვიპროსი) თბილისში ტრავმების გამო ვერ ჩამოვლენ. მაკედონიელებმა დღეს სკოპიეში საქართველოში გამომგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს.

კირე რისტევსკი (4) თბილისში ვერ ითამაშებს

ჩრ. მაკედონია თბილისში 20 ფეხბურთელით ჩამოვა:

მეკარეები: დამიან შიშკოვსკი, დეიან ილიევი, მარტინ ბოგატინოვი.

მცველები: სტეფან რისტოვსკი, ვისარ მუსლიუ, დარკო ველკოვსკი, ეგზონ ბეიტულაი, გოკო ზაიკოვი, კრისტიან ტოშევსკი.

ნახევარმცველები: ენეს ბარდი, ელიფ ელმასი, ბობან ნიკოლოვი, არიან ადემი, ეზჯან ალიოსკი, სტეფან სპიროვსკი.

თავდამსხმელები: გორან პანდევი, ილია ნესტოროვსკი, ალექსანდრ ტრაიკოვსკი, ვლატკო სტოიანოვსკი, კსრტე ველოვსკი.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის პირველ ტურში სომხეთი 2:1 დაამარცხა, საქართველომ კი სტუმრად ესტონეთს აჯობა (1:0).

 

კომენტარები

ბოლო ამბები