Thumbnail

ნიკოლოზ სუხაშვილი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 27 წლის ქართველი მესამეხაზელი მეტალურგის რიგებში აშკარად გამორჩეული იყო
  • გამოკითხვის დროს ნომინანტთა შორის კიდევ 4 ქართველი ლეგიონერი ფიგურირებდა

საქართველო XV-ისა და ნოვოკუზნეცკის მეტალურგის მესამეხაზელი ნიკოლოზ სუხაშვილი 2020/2021 წლების სეზონის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

გამოკითხვას ცნობილი რუსულენოვანი პორტალი Rugger.info აწარმოებდა და სუხაშვილმა ხმების 37% მიიღო. მე-2 ადგილზე სტრელას მორაგბე მაგომედ დავუდოვი გავიდა 33%-ით, მესამეზე კი - კრასნი იარის კვაჭი რობერტ სუთიძე (19%).

ნომინანტთა შორის კიდევ 3 ქართველი მორაგბე იყო, თუმცა, ისინი ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩნენ. მიხეილ რატიაშვილსა (მეტალურგი) და მიხეილ გაჩეჩილაძეს (ენისეი) 2-2% ერგოთ, მამუკა ხეჩიკოვმა (მეტალურგი) კი მხოლოდ 27 ხმა მიიღო და ერთ პროცენტამდეც ვერ ავიდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 8 ათასამდე ადამიანმა მიიღო.

27 წლის სუხაშვილმა 8 ნომრის პოზიციაზე წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელოს გატანა მოახერხა. ის მეტალურგის აშკარა ლიდერად მოგვევლინა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზა, რომელთაგან ერთ-ერთს აქვე გთავაზობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები