Thumbnail

US OPEN | კალაშნიკოვა დიდი სლემის ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ოქსანა კალაშნიკოვა/ალა კუდრიავცევა 2:6, 5:7 დემი შუურსი/კვეტა პეშკე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ნიუ იორკის კორტებზე მხოლოდ პირველი წრე დასძლია

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ს ღია პირველობაზე თამაში მე-2 წრეში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა US Open-ზე რუს ალა კუდრიავცევასთან ერთად ასპარეზობდა. მათ საწყის შეხვედრაში ამერიკელებს – ჯენიფერ ბრეიდისა და კაროლინ დოლეჰაიდს 2:6, 6:4, 7:5 სძლიეს, მერვედფინალში კი მე-4 განთესვის მქონე ჰოლანდიურ-ჩეხურ წყვილს (დემი შუურსი/კვეტა პეშკე) ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 5:7.

მატჩი საათსა და 16 წუთს გაგრძელდა ქართველმა და რუსმა ჩოგბურთელებმა მეტოქეთა მოწოდების აღება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, შუურსმა და პეშკემ კი 7-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს და საერთო ჯამში, ოქსანაზე და ალაზე 11-ით მეტი გათამაშება (71:60) მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები