Thumbnail
  • ერთა ლიგის B და C დივიზიონებში 6 შეხვედრა გაიმართა
  • B დივიზიონის 4 მატჩში 3 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ნორვეგიამ ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ავსტრიელები 2:0-ს იგებდნენ, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების რიგებში ერლინგ ჰაალანდმა პირველი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჰაალანდის პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში 📺

ამავე ჯგუფში რუმინეთიდან 10-კაციანმა ჩრდილოეთ ირლანდიამ ქულა წამოიღო. მატჩის 86-ე წუთზე უაიტმა წონასწორობა აღადგინდა და პუშკაშის მიერ გატანილი გოლი გაქვითა.

შოტლანდიამ და ისრაელმა ქულები გაიყვეს. კრისტი პენალტი ერან ზაჰავიმ გაქვითა და ისრაელის ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა, ხოლო ამ ჯგუფში ჩეხეთმა სლოვაკეთს სტუმრად 3:1 სძლია და მე-2 ჯგუფში გალიდერდა.

ზაჰავის ლამაზი გოლი შოტლანდიასთან 📺

C დივიზიონში ბელარუსის ნაკრები საკუთარ მოედანზე ალბანეთთან 0:2 დამარცხდა. ჩვენი ნაკრების მომავალმა მეტოქემ ალბანელებს პრობლემები ვერ შეუქმნა და მატჩი მარტივად დათმო. ამავე ლიგაში ყაზახეთმა ლიეტუვას სტუმრად 2:0 სძლია და ალბანეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია.

B დივიზიონი

ნორვეგია 1:2 ავსტრია

გოლები: 0:1 გრეგორიჩი (35), 0:2 ზაბიტცერი (პენ-54), 1:2 ჰაალანდი (66)

რუმინეთი 1:1 ჩრდილოეთ ირლანდია

გოლები: 1:0 პუშკაში (25), უაიტი (86)

შოტლანდია 1:1 ისრაელი

გოლები: 1:0 კრისტი (პენ-45), 1:1 ზაჰავი (73)

სლოვაკეთი 1:3 ჩეხეთი

გოლები: 0:1 კუფალი (48), 0:2 დოკალი (პენ-52), 0:3 კრმენიკი (86), 1:3 შრანცი (88)

C დივიზონი

ლიეტუვა 0:2 ყაზახეთი

გოლები: 0:1 ზაინუტდინოვი (3), 0:2 კუატი (86)

ბელარუსი 0:2 ალბანეთი

გოლი: 0:1 ციკალეში (23), 0:2 ბარე (79)

კომენტარები

ბოლო ამბები