Thumbnail

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩამდე მასპინძელთა კაპიტანმა კონსტანტინ ვასილიევმა ისაუბრა. 36 წლის ნახევარმცველის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო კულტურას ძალიან კარგად იცნობენ და ეს ქედმაღლობასთანაც გააიგივა.

პრესკონფერენციაზე ვასილიევმა ხაზი ბურთის ფლობის უპირატესობას გაუსვა და აღნიშნა, რომ ამ გზით ქართველი ფეხბურთელების სათამაშო განწყობას გააფუჭებენ...

კონსტანტინ ვასილიევი (ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელი): "საქართველოს ნაკრები, როგორც ყოველთვის ფიზიკურად ძლიერია და ტექნიკური თავდამსხმელებითაა დაკომპლექტებული. ისინი ალბათ რაღაც მომენტში ქედმაღლებიც არიან. მათ წინააღმდეგ ადრეც გვითამაშია და ქართული საფეხბურთო კულტურა იგივეა. შეიძლება სლოვაკი მწვრთნელი მათ თამაშს ცოტათი აბალანსებს, მაგრამ საქართველოს კოზირები ცნობილია.

ყურადღება ბურთის ფლობაზე უნდა გავამახვილოთ. თუ ბურთი ჩვენ გვექნება, მაშინ შევძლებთ უბურთოდ მყოფი ქართველების სათამაშო განწყობა გავაფუჭოთ. დაცვაში აუცილებლად ნებისმიერ წამს კონცენტრირებული უნდა ვიყოთ და იმედია მომენტებს გამოვიყენებთ.

კორონავირუსის პანდემიას დიდი გავლენა არ მოუხდენია. ჩვენ ტესტებითა და ნიღბებით ვიცხოვრებთ, მაგრამ ფეხბურთი იმისთვისაა შექმნილი, რომ მაყურებელმა ისიამოვნოს და ფეხბურთელმა ტრიბუნიდან მუხტი მიიღოს. სამწუხაროდ, ახლა ეს შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან გულშემატკივარი სტადიონზე არ იქნება. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ სახლის უპირატესობა დავკარგეთ. ეს ისევ ჩვენი სახლია, სტადიონზე ნებისმიერი ოთახს ვიცნობთ, ხოლო მეტოქეს მოგზაურობა, სიტუაციასთან და ალბათ, ამინდთანაც ადაპტირება უწევს".

 

კომენტარები

ბოლო ამბები