Thumbnail
  • U21 საქართველო 0:2 U21 საფრანგეთი 
  • ვასილ მაისურაძის გუნდი 8 სექტემბერს ლიხტენშტაინს ესტუმრება

გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ახალგაზრდული ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. 

პირველ ტაიმში ფრანგებს უპირატესობა ჰქონდათ, ხოლო ბუბაქარ კამარამ ახლო მანძილიდან აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა.

📺 0:1 ბერიაშვილი 37' (ავტოგოლი)

ფრანგების ჩამოწოდებული 22 წლის ცენტრალური მცველის, ილია ბერიაშვილის რიკოშეტით გუგეშაშვილის კარში აღმოჩნდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

📺 0:2 ედუარი 90+2' (პენალტი) 

მე-2 კომპენსირებულ წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც შეცვლაზე შესულმა ედუარმა გოლად აქცია.

გიორგი გულიაშვილი ჟიულ კუნდეს წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრებს 6 ქულა დარჩა და მესამე ადგილზეა. ვასილ მაისურაძის გუნდის მორიგი მეტოქე ლიხტენშტაინი იქნება, რომელსაც 8 სექტემბერს ესტუმრება. 

ევრო U21. საკვალიფიკაციო ტურნირი. მე-2 ჯგუფი

U21 საქართველო 0:2 U21 საფრანგეთი 

გოლები: 0:1 ბერიაშვილი 37' (ავტოგოლი), 0:2 ედუარი 90+2' (პენალტი)

საქართველო (4-1-4-1): გუგეშაშვილი - ტაბატაძე, ბერიაშვილი (76. ქაფიანიძე), ასათიანი, ანდრონიკაშვილი - სამურკასოვი (62. მექვაბიშვილი) - დარცმელია, კუცია (87. კუხიანიძე), სპანდერაშვილი (76. ბუღრიძე), აზაროვი - არდაზიშვილი (62. გულიაშვილი)

საფრანგეთი (4-3-3): ლაფონტი - დაგბა, კუნდე, კამარა, მაუასა (79. ბარდი) - რაინ-ადელაიდი (27. დინა), გენდუზი, კაკრე - ნორდენი (72. სუმარე), გუირი (72. მბეუმო), დიაბი (72. ედუარი)

შვეიცარია 4:1 სლოვაკეთი

გოლები: 1:0 ზექირი 9' (პენალტი), 2:0 ოკაფორი 36', 2:1 ტუპტა 42', 3:1 ნდოიე 70', 4:1 ზექირი 76'

1. შვეიცარია - 15 ქულა; 2. საფრანგეთი - 12; 3. საქართველო - 6; 4. სლოვაკეთი - 6; 5. აზერბაიჯანი - 6; 6. ლიხტენშტაინი - 3.

კომენტარები

ბოლო ამბები