Thumbnail
  • სერხიომ 2019/20 წლების სეზონი სევილიაში გაატარა
  • ზიდანის აზრით, რეგილონის ადგილი მის გუნდში არაა

სერხიო რეგილონი 2019 წლის ზაფხულში სევილიას მადრიდის რეალიდან 1-წლიანი იჯარით შეუერთდა. 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მან ანდალუზიური გუნდი დატოვა და უკან "სამეფო კლუბში" დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეალის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ 23 წლის ფეხბურთელის ადგილი მის გუნდში არ მოიძებნება და დიდი შანსია, ის გაუშვან.

რეგილონს რეალში თავის პოზიციაზე კონკურენციის გაწევა მარსელოსა და ფერლან მენდისთვის მოუწევს. ფრანგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ რეგილონს ეს არ შეუძლია.

მარცხენა განაპირა მცველით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება. სახელდება თანხაც, რომლის გადახდაც "წითელ ეშმაკებს" მოუწევთ. ინგლისელებს ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი 27 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები