Thumbnail
  • ოქსანა კალაშნიკოვა/ალა კუდრიავცევა 2:6, 6:4, 7:5 ჯენიფერ ბრეიდი/კაროლინ დოლეჰაიდი
  • 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს ჩაატარებს

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წარმატებული სტარტი აიღო აშშ-ს ღია პირველობაზე, სადაც ის რუს ალა კუდრიავცევასთან ერთად თამაშობს.

ქართულ-რუსულმა წყვილმა US Open-ის საწყის რაუნდში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ამერიკელებს – ჯენიფერ ბრეიდისა და კაროლინ დოლეჰაიდს 2:6, 6:4, 7:5 სძლია. მატჩი თითქმის 2 საათს გაგრძელდა და მეტოქეებმა 3-3 ბრეიკი განახორციელეს, გადამწყვეტ მომენტში კი უფრო ყოჩაღად ოქსანა და ალა გამოიყურებოდნენ.

ამგვარად, კალაშნიკოვა და კუდრიავცევა მერფვედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მოწინააღმდეგეთა ვინაობა უკვე ცნობილია. ქართველი და რუსი ჩოგბურთელები მე-4 განთესვის მქონე ჰოლანდიურ-ჩეხურ წყვილს (დემი შუურსი/კვეტა პეშკე) გაეჯიბრებიან, რომელთაც კანადელ შერონ ფიჩმანსა და ხორვატ დარია იურაკს 6:2, 7:6 (8:6) სძლიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები