Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩს ესტონეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის ლიეტუველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი დონატას რუმშასი იქნება. მას ალექსანდრ რადიუსი და დოვიდას სუჟიედეილისი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის მოვალეობას ასევე ლიეტუველი მანფრედას ლუკიანჩუკასი შეასრულებს.

რაც შეეხება მთავარ მსაჯ რუმშასს - მან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მატჩი ორჯერ იმსაჯა. 2018 წლის 20 ნოემბერს, საქართველოსა და ისრაელის 19-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. მაშინ რუმშასმა 7 ყვითელი (2 ქართველ ფეხბურთელებს უჩვენა) და 1 წითელი ბარათი გამოიყენა. 69-ე წუთზე ებრაელი მცველი ამიტ გლაზერი გააძევა. მანამდე ლიეტუველმა არბიტრმა ოთხი დღით ადრე ასევე 19-წლამდელების მატჩი განსაჯა თბილისში, აზერბაიჯანთან, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ამ შეხვედრაში 5 ფეხბურთელი გააფრთხილა და მათ შორის ერთი ქართველი (ანზორ მექვაბიშვილი).

ზოგადად, ბოლო 10 თამაშში რუმშასმა 58 ყვითელი ბარათი (საშუალოდ მატჩში 5.8) და 6 წითელი ბარათი (საშუალოდ მატჩში 0.6) გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 5 სექტემბერს, ტალინში გაიმართება და მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები