Thumbnail
  • აიაქსის ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას დაიცავს
  • 23 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ამსტერდამის აიაქსის და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას დაიცავს. ინგლისურმა კლუბმა 23 წლის ფეხბურთელის დამატების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ნახევარმცველმა მანჩესტერ იუნაიტედთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აიაქსმა ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე მიიღო მანჩესტერული კლუბის წინადადება, სატრანსფერო ფასმა კი 40 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსები ემატება. 

ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდებოდა ბარსელონაც, თუმცა კატალონიელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის თხოვნის მიუხედავად, მოთამაშის შეძენა ვერ შეძლეს.

ვან დე ბეეკი აიაქსის აღზრდილია. გასულ სეზონში მან ნიდერლანდების ჩემპიონატის 23 მატჩში ითამაშა (22 ძირითად შემადგენლობაში), გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები