Thumbnail

არტეტამ გადაარწმუნა - რეალის სებალიოსი მომდევნო სეზონსაც არსენალში ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ესპანელმა გასული სეზონიც ემირატებზე გაატარა
  • მიკელ არტეტამ თანამემამულის გადარწმუნება შეძლო

მადრიდის რეალის ესპანელი ნახევარმცველი, დანი სებალიოსი მომდევნო სეზონსაც არსენალში გაატარებს. სებალოსმა ლონდონური კლუბის ფორმით 2019-20 წლების სეზონიც ემირატ სტედიუმზე ითამაშა.

გარდიანი წერს, რომ მისი გადარწმუნება კლუბის ახალმა მწვრთნელმა - მიკელ არტეტამ შეძლო. თუმცა ეს გადარწმუნება ადვილი არ იყო - არსენალმა რეალს იჯარის გახანგრძლივების თხოვნით სამჯერ მიმართა.

გარდიანი წერს, რომ მისი გადარწმუნება მიკელ არტეტამ შეძლო

არტეტას გუნდი მომდევნო დღეებში ლილის მცველს, ბრაზილიელ გაბრიელს წარადგენს. გაბრიელის ტრანსფერზე კლუბები დიდი ხანია შეთანხმდნენ, თუმცა წარდგენის პროცესი გაჭიანურდა.

მადრიდის რეალს, წელს სებალიოსთან ერთად სავარაუდოდ ფორმიდან ამოვარდნილი ხამეს როდრიგესიც დატოვებს, რომელიც მის მსგავსად ასევე პრემიერლიგისკენ აიღებს გეზს და მის ყოფილ მწვრთნელს - კარლო ანჩელოტის ევერტონში შეუერთდება.

არსენალი კი დღეს ჰენრიხ მხითარიანმა დატოვა, რომელიც კარიერას რომაში განაგრძობს, სადაც გასულ სეზონში განათხოვრების წესით თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები