Thumbnail

გიორგი ზარია: ის, რომ სტუმრად ვთამაშობთ, გადამწყვეტი ფაქტორი არაა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო თბილისის ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ POPSPORT-თან ევროპალიგის წილისყრაზე და გუნდში ჩისკოს დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა. 23 წლის ფეხბურთელი წილისყრის შედეგით კმაყოფილია და აღნიშნა, რომ გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი უელსულ კონაჰს 17 სექტემბერს სტუმრად დაუპირისპირება და მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მფლობელი სწორედ ამ ერთი მატჩით გაირკვევა.

გიორგი ზარია (დინამო თბილისის ფეხბურთელი): "შეიძლებოდა უფრო რთული მეტოქე შეგვხვედროდა ან უფრო ადვილი, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ. უკეთესი იქნებოდა, რომ სახლში გვეთამაშა, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. რა თქმა უნდა, რთულია შუა სეზონში მწვრთნელის ცვლილება, მაგრამ ჩისკო დინამოში ახალი კაცი არაა. მას ნახევარ გუნდთან ნამუშევარი აქვს და ეს ორმაგად დაგვეხმარება, რომ ადაპტაცია უფრო ადვილად გავიაროთ. ერთი სიტყვით, მუშაობა მეტად გაგვიადვილდება, ვიდრე ახალი მწვრთნელთან იქნებოდა".

კომენტარები

ბოლო ამბები