Thumbnail

ვლადიმირ ვაისმა მამუკა კობახიძე გამოიძახა - ნაკრებს სამი მოთამაშე გამოაკლდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა!

უნგრული ფერენცვაროშის მცველმა ლაშა დვალმა ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მის ნაცვლად დინამო ბათუმის ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახა. 

28 წლის ფეხბურთელს აქამდე 21-წლამდე ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი თემურ ქეცბაიას დროს იყო გამოძახებული, მაგრამ დებიუტი არ ჰქონია. კობახიძე ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი ნავალოვსკის შემდეგ დინამო ბათუმის მე-3 ფეხბურთელი იქნება ახლანდელ შეკრებაზე. მამუკა კობახიძე 2019 წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

აქვე გეტყვით, რომ ნაკრებს მოახლოვებულ მატჩებში ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ნავალოვსკიც ვერ დაეხმარება. ორივე შემთხვევაში მიზეზი ტრავმებია. დინამო ბათუმის მარცხენა მცველი ბეერ-შევას ჰაპოლელთან მატჩში დაშავდა, მომზიდველი კუნთის დაზიანება აქვს და სამი კვირა ვერ ითამაშებს. მანამდე ვლადიმირ ვაისს ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება ასევე დაცვის ხაზში მოუწია და ტრავმირებული ჯიმი ტაბიძე დავით კობოურით შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთად ლიგის C დივიზიონის საწყის ორ შეხვედრაში ესტონეთს (5 სექტემბერს, სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიას (8 სექტემბერს, თბილისში) დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების განაცხადი

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი) ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია დამატებით რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

საქართველოს ნაკრების კალენდარი - უეფას ერთა ლიგა

5 სექტემბერი, 20:00 საათი
ესტონეთი V საქართველო   

8 სექტემბერი, 20:00 საათი
საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები