Thumbnail
  • იტალიური მედიის ცნობით, სანდრო ტონალი მილანში ითამაშებს
  • მისი ტრანსფერი ლომბარდიელებს 30 მილიონი ევრო უჯდებათ

ბრეშას ნიჭიერი ფეხბურთელი სანდრო ტონალი კარიერას მილანში გააგრძელებს. გავლენიანი იტალიური წყაროების ცნობით, უკვე ყველა დეტალი შეთანხმებულია და „როსონერი“ ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს ხანში დაადასტურებს.

მილანი ტონალის 1-წლიან იჯარაში 10 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო მომდევნო ზაფხულს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ მის სატრანსფერო უფლებებს ბრეშადან სრულად გამოისყიდის.

ტონალის იტალიაში ახალ ანდრეა პირლოს უწოდებენ, რომელსაც ის სათამაშო სტილით და პოზიციით ძალიან ჰგავს. 20 ფეხბურთელისთვის მეორე მილანური გრანდი, ინტერიც იბრძოდა, მაგრამ „ნერაძურიმ“ ტრანსფერზე უარი ბოლო მომენტში განაცხადა.

სანდრო ტონალიმ 2019/20 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში 35-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები