Thumbnail
  • კიკერის ტრადიციულ გამოკითხვაში რობერტ ლევანდოვსკიმ გაიმარჯვა
  • ჟურნალისტებმა პოლონელი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
  • ბაიერნის გოლეადორს ეს ჯილდო აქამდე მოგებული არ ჰქონდა

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 32 წლის პოლონელმა ჟურნალ ‘კიკერის’ მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომელშიც გერმანელი სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ ხოლმე. ლევანდოვსკიმ დიდი უპირატესობით (276 ხმა) გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ შარშან გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი დორტმუნდის ბორუსიას ლიდერი მარკო როისი გახდა.

ლევანდოვსკის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილის ბაიერნის ფეხბურთელებმა დაიკავეს: მეორეზე თომას მიულერი გავიდა (54 ხმა), მესამეზე კი - იოზუა კიმიხი (49). პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მანუელ ნოიერმა გამოკითხვაში მხოლოდ 1 ხმა მიიღო. შედარებისთვის: გერმანიის სპორტული ჟურნალისტების ასოციაციის წევრებიდან ორმა ხმა დენის დიკმაიერს (ზანდჰაუზენი, მეორე ბუნდესლიგა) და საშა მიოლდერსს (მიუნხენ 1860, მესამე ბუნდესლიგა) მისცა.

ხსენებულ გამოკითხვაში სხვა ნომინაციებიცაა. წლის საუკეთესო მწვრთნელი, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაიერნის დამრიგებელი ჰანსი ფლიკი (223 ხმით) გახდა, რომლის ხელშიც მიუნხენურმა გრანდმა წელს ჰეთთრიკი ისტორიული შეასრულა - მოიგო რა ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. შარშანდელმა გამარჯვებულმა იურგენ კლოპმა (ლივერპული) წელს 164 ხმით მეორე ადგილი დაიკავა. 

ჰანსი ფლიკი გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ქალ ფეხბურთელა შორის შეწყდა ჯენიფერ მოროსანის სერია, რომელიც გერმანიის წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის წოდებას 2017, 2018 და 2019 წლებში იგებდა. 2020 წელს ეს ჯილდო 27 წლის დანიელმა პერნილ ჰარდერმა (212 ხმა) მოიგო და პირველი არაგერმანელი ქალი ფეხბურთელია, რომელმაც ეს შეძლო. 

კომენტარები

ბოლო ამბები