Thumbnail

'ასეთი ფინალების მოგება თავდაჯერებულობას გმატებს' - არტეტა ფინალის შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ინგლისის სუპერთასის (ქომუნითი შილდი) გამარჯვებული ლონდონის არსენალია, რომელმაც პენალტების სერიაში პრემიერლიგის გამარჯვებული ლივერპული დაამარცხა. არტეტამ არსენალში უკვე მეორე ტიტული მოიგო. იურგენ კლოპმა და მიკელ არტეტამ მატჩის დასრულების შემდეგ ფინალური დაპირისპირება შეაჯამეს.

იურგენ კლოპი: აქ თამაშის მოსაგებად ჩამოვედით. სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ მოვიგეთ და პენალტების სერიაში დავმარცხდით. ობამეგიანგის გოლის შემდეგ, თამაშის დალაგება ვერ შევძელით. გამათანაბრებელი გოლი გვიან გავიტანეთ, რის გამოც დრო აღარ გვეყო. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ მომენტების გამოყენებაზე, რადგანაც სამი ძალიან კარგი ეპიზოდი ვერ გამოვიყენეთ.

მიკელ არტეტა: ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს ამ ტიტულისთვის. ლივერპულის წნეხმა ჩვენზე ვერ იმოქმედა. ვიცოდი, რომ მეორე ტაიმი ძალიან რთული იქნებოდა. ასეთი ფინალების მოგება თავდაჯერებულობას გმატებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები