Thumbnail

The Fiji Times წერს, რომ იაპონელებთან ერთად ექვსი ერის წლევანდელ, ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობაზე უარის თქმა შესაძლოა, ფიჯისაც მოუწიოს...

მიზეზი იაპონელთა ანალოგიურია - COVID-19-ის პანდემიამ ლოჯისტიკური პრობლემები თუ იაპონელებს შეუქმნა, იოლი წარმოსადგენია, რა დღეში იქნება გაცილებით ღარიბი კუნძულოვანი ქვეყნის რაგბის კავრიში. თუმცა The Fiji Times უფრო სრულყოფილ ინფორმაციას ამ თემაზე არ ავრცელებს და ადასტურებს, რომ იაპონიის ნაცვლად ექვსი ერის ორგანიზაციამ, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები მიიწვია. 

იაპონური სააგენტო Kyodo იაპონის რაგბის კავშირის ოფიციალურ პოზიციას გვთავაზობს აღნიშნულ საკითხზე: "ახლა ის სიტუაცია არ არის, რომ ამომწურავი პასუხი გაგცეთ ამ თემაზე. ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. JRFU რაც შეიძლება მალე გამოაცხადებს ყველაფერს ოფიციალურად და გადაწყვეტილების მიღების მიზეზებსაც ავხსნით". ამ კომენტარიდანაც კარგად ჩანს, რომ იაპონელები, დიდი ალბათობით, 8 ერზე უარს იტყვიან. 

8 ერში საქართველოს დამატების თემას, ბუნებრივია, იტალიური მედიაც გამოეხმაურა. ამ თემაზე onrugby.it წერს. "წლების განმავლობაში ეს ქართველების ოცნება იყო. ისინი ექვს ერში გავარდნის სისტემის შემოღებას ითხოვდნენ. 8 ერი მათთვის ისტორიული შანსი, რომელიც არ უნდა გაანიავონ". 

კომენტარები

ბოლო ამბები