Thumbnail
  • იაპონიის რაგბის კავშირმა 8 ერში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
  • ტურნირში ერთი ნაკრების დამატება დასჭირდებათ

კორონავირუსის პანდემიის გამო, ნოემბრის ტესტების კომპენსაციის მიზნით, სასწაფოდ მოფიქრებულ ექვსი ერის საშემოდგომო ტურნირს იაპონია და ფიჯი დაემატნენ. ეს ყველაფერი ზუსტად ერთი თვის წინ გავიგეთ, მაგრამ როგორც გაირკვა, იაპონიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, მათი ნაკრები ნოემბერსა და დეკემბერში ჩასატარებულ ტურნირში არ ითამაშებს.

იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის გამო ეროვნულ ნაკრებს ლოჯისტიკური პრობლემები შეექნბა, რისი წყალობითაც 8 ერში ერთი ადგილი გათავისუფლდა. სავარაუდოდ, ეს საქართველოს ნაკრებისთვის დიდი შანსია, რომ მსგავსი დონის ნაკრებებთან ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა მიიღოს. ლოგიკურად, ორგანიზატორებმა საქართველოს ნაკრებს უნდა მისცენ შანსი.

აგვისტოს დასაწყისში ექვსი ერის ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნოემბრის ტესტების კომპენსაციის მიზნით, ნოემბერ-დეკემბერში რვა ერის ექსპერიმენტული ტურნირი გაიმართება, ორი ჯგუფით, თუმცა ექვსი ერის ორგანიზაციას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომელ ორ ნაკრებს იწვევენ. ევროპულ მედიაში კი სამი ნაკრების კანდიდატურა განიხილებოდა: ფიჯი და იაპონია ან საქართველო.

კომენტარები

ბოლო ამბები