Thumbnail

კიოლნში ევროპალიგის ფინალურ მატჩში სევილიამ 3:2 დაამარცხა მილანის ინტერი და პრესტიჟულ ევროპულ ჯილოდს მეექვსედ დაეუფლა...

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხულიენ ლოპეტეგია, რომელიც ესპანეთის ნაკრებში მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოხსნეს, მადრიდის რეალმა ის 4 თვეში გაათავისუფლა, თუმცა ბასკმა სპეციალისტმა შეძლო და სევილიას ტიტული პირველივე სეზონში მოუპოვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი ლუკ დე იონგი დასახელდა.

ხულიენ ლოპეტეგი (სევილიას მწვრთნელი): "ეს გამარჯვება რეიესს, პუერტას და მათ ეძღვნებათ, ვინც აღარ არიან ჩვენთან ერთად. უდიდესი ემოციებით ვარ ახლა, რადგან ამისთვის ძალიან, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ჩვენ ეს ტიტული ფანტასტიკურ ინტერთან ფინალში დავიმსახურეთ. ბოლო სამი თვე ჩვენი მთავარი მიზანი ევროპალიგის მოგება იყო".

ხესუს ნავასი (სევილიას კაპიტანი): "ამ გუნდმა დაიმსახურა ეს ტრიუმფი. მთელი სეზონი ვიბრძოდით და უამრავი პრობლემა შეგხვდა. ეს მოგება ფანებისთვისაა, რომლებიც ახლა ალბათ ძალიან ბედნიერები არიან"

დიეგო კარლოსი (სევილია): "საოცარია ყველაფერი, რაც ჩემთვის ამ კლუბმა გააკეთა - დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შინ ტიტულით, გოლითა და ფეხმძიმე მეუღლით ვბრუნდები". 

📺 სევილია V ინტერი 

შეგახსენებთ, რომ სევილია ევროპალიგის (უეფას თასი) ფინალში 6-ჯერ გავიდა და ექვსჯერვე გაიმარჯვა (2006. 2007. 2014. 2015. 2016. 2020).

კომენტარები

ბოლო ამბები