Thumbnail

'შეიძლება, კიდევ...' - კონორ მაკგრეგორი ისევ დაბრუნებაზე ალაპარაკდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 32 წლის ირლანდიელმა მებრძოლმა ქომაგებს იმედები ჩაუსახა
  • ის ოქტაგონიდან 2-ჯერ იყო წასული და ორივეჯერ დაბრუნდა

UFC-ში ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ მინიშნება გააკეთა. 32 წლის ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში 4 წლის წინ ნეიტ დიასთან ბრძოლა გაიხსენა და ისეთი მინაწერი გაუკეთა, რომელიც მის ქომაგებს ნამდვილად გაახარებდა.

“4 წლის წინ! კულისებში, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბრძოლას ველი! მაკგრეგორი/დიასი II. Wow! შეიძლება, კიდევ...”.

შეგახსენებთ, რომ კონორი ხსენებულ დიასს კარიერაში 2-ჯერ შეხვედრია და ორივეჯერ დამარცხებული ჰყავს. მაკგრეგორმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა 2008 წელს დაიწყო, ბოლო ორთაბრძოლა კი, წლეულს იანვარში ჩაატარა და დონალდ სერონე ნოკაუტში 40 წამში ჩააგდო. სულ, MMA-ში მისი მაჩვენებელი 22 მოგება და 4 მარცხია.

კონორმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის ივნისში გააკეთა, რასაც ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. საქმე ის გახლავთ, რომ გასულ წლებში ირლანდიელი ვარსკვლავი ოქტაგონიდან 2-ჯერ წავიდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში უკან ბრუნდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები