Thumbnail

იმდენს გადაუხდიან, რამდენსაც ითხოვდა - სად ითამაშებს ზლატანი მომავალ სეზონში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მილანმა იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი სეზონით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
  • 38 წლის შვედ ვარსკვლავს ხელფასის სახით სეზონში 7.5 მილიონი ევრო სურდა

იტალიური მილანის ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას The Guardian-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობილია, რომ მილანელებს 38 წლის (3 ოქტომბერს 39 წლის ხდება) შვედი თავდამსხმელის შენარჩუნება ძალიან სურდათ, თუმცა, ამ დრომდე მისგან კონკრეტული პასუხი არ ჰქონდათ, ახლა კი, შეთანხმებას მიაღწიეს.

ცნობილია, რომ მოლაპარაკებას ზლატანის დიდი მადა აფერხებდა, რომელიც სეზონში ხელფასის სახით 7.5 მილიონი ევრო სურდა. როგორც სჩანს, სიტუაციის აწონ-დაწონვის შემდეგ, იტალიურ კლუბში იბრაჰიმოვიჩის მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტეს და მასთან ხელშეკრულებას 2021 წლის ივნისამდე გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი მილანში ზამთარში დაბრუნდა და მას შემდეგ გამართულ 18 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. შვედ ვეტერანს კარიერის განმავლობაში მალმიოში, აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, პარი სენ-ჟერმენში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ლოს ანჯელეს გელექსიშიც უთამაშია. მას კარიერის 759 შეხვედრაში 464 გოლი და 184 საგოლე პასი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები