Thumbnail

რვა დებიუტანტი და ორი ბარსელონელი - ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ესპანეთი სექტემბერში გერმანიას და უკრაინას დაუპირისპირდება
  • ლუის ენრიკემ ნაკრებში ადამა ტრაორე და ანსუ ფატი გამოიძახა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ ბარსელონადან მხოლოდ ორი მოთამაშეა.

„ფურია როხას“ რიგებში რვა დებიუტანტი მოთამაშეა, მათ შორისაა ვულვერჰემპტონის შემტევი ადამა ტრაორე, რომელსაც მალის ნაკრებში თამაშის შანსიც ჰქონდა და ბარსელონას თინეიჯერი თავდამსმხელი - ანსუ ფატი.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი) კეპა არისაბალაგა (ჩელსი), უნაინ სიმონი (ბილბაო)

მცველები: ხესუს ნავასი, სერხიო რეგილონი (ორივე სევილია), დანი კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე რეალი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), დიეგო ლორენტე (სოსიედადი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ნაპოლი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), მიკელ მერინო (სოსიედადი), დანი ოლმო (ლაიპციგი), ოსკარ როდრიგესი (რეალი)

თავდამსხმელები: როდრიგო მორენო (ვალენსია), მიკელ ოიარზაბალი (სოსიედადი), ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი), მარკო ასენსიო (რეალი), ანსუ ფატი (ბარსელონა), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი)

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 3 სექტემბერს, შტუტგარტში გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო 3 დღის შემდეგ მადრიდში უკრაინას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები