Thumbnail

'მესის თუ დაკარგავენ, სახელი შეიცვალონ' - ეტო'ომ ბარსელონას რჩევა მისცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სამეულ ეტო'ომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა
  • კამერუნელის განცხადებით, არგენტინელი შვილივით უყვარს

კამერუნის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სამუელ ეტო’ომ ბარსელონას ლიონელ მესის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად ურჩია და თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ კლუბმა სახელი უნდა შეიცვალოს. ბარსას ყოფილი ფორვარდის განცხადებით, მესი შვილივით უყვარს და კლუბსაც მასთან აიგივებს, ამიტომ, კატალონიელებმა მისი დაკარგვა არ უნდა დაუშვან.

"მესი შვილივით მიყვარს და მისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. ბარსელონა ეს იგივე მესია და თუ ის წასვლას გადაწყვეტს, ვფიქრობ, კატალონიელებს კლუბის სახელის შეცვლა მოუწევთ. ბარსელონას გაუმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ლიონელის შენარჩუნება მოახერხოს“, - განაცხადა კამერუნელმა.

შეგახსენებთ, რომ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა, ბოლო დროს მედიაში მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ითქვა ისიც, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა გუნდის დატოვებას მიმდინარე ზაფხულსვე გადაწყვიტა.

მესი და ეტო’ო ბარსელონაში თანაგუნდელები 2004-2009 წლებში იყვნენ და ამ პერიოდში ესპანური გრანდის შეტევის ხაზში ძლიერ ტანდემს ქმნიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები