Thumbnail
  • ევროლიგის საიტზე ფანებმა შენგელია ბასკონიას ათწლეულის TOP 10-ში შეიყვანეს
  • თორნიკეს მოგზაურობა, ბასკეთიდან საქართველოში, საქართველოდან რუსეთში

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა ფანების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გულშემატკივრებს ბასკონიას ათწლეულის საუკეთესო ათეული უნდა დაესახელებინათ...

თორნიკე მოსკოვის ცსკა-ს მაისურით

ბასკების უკვე ყოფილი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. ევროლიგამ ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ათივე კალათბურთელის გამორჩეული მომენტებია. პირველ ადგილზეა თორნიკე შენგელია.
სასიხარულოა, რომ გულშემატკივრების ხმების თითქმის ასი პროცენტი თოკომ მიიღო. თორნიკეს ხმა ქომაგების 97.3 პროცენტმა მისცა!

ათეულში მოხვდნენ: იოანის ბურუსისი, ანდრეს ნოჩიონი, პაბლო პრიჯიონი, ადამ ჰანგა, მაიკ ჯეიმსი, მირზა ტელეტოვიჩი, ტიაგო სპლიტერი, მარსელინიო უერტასი და ფერნანდო სან ემეტერიო.

თორნიკე შენგელია უკვე მოსკოვშია, სადაც ახალ გუნდს, ცსკა-ს შეუერთდება. იქ ჩასაღწევად თორნიკეს დიდი მოგზაურობა დასჭირდა - ჯერ ესპანეთიდან სამშობლოში ჩამოვიდა, შემდეგ თბილისიდან ვლადიკავკაზში გადავიდა. იქიდან კი მოსკოვში გადაფრინდა. შენგელია ცსკა-ში უკვე 14 აგვისტოდან ვარჯიშობს. ცსკა სეზონს ვითიბი ლიგაში 23 სექტემბერს ხსნის, ასტანას წინააღმდეგ დაპირისპირებით.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

პირველ ამხანაგურ მატჩებს ცსკა აგვისტოს ბოლოს მოსკოვის გუნდებთან, მბა-სთან და რუნოსთან გამართავს. ეს კლუბები რუსულ სუპერლიგაში თამაშობენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები