Thumbnail

პირველი გერმანელი ინგლისში - იურგენ კლოპი პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ინგლისის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი დაასახელეს, რომელმაც ლივერპულს 30-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერლიგის ტიტული მოაგებინა...

იურგენ კლოპის გუნდმა სეზონი რეკორდული, 99 ქულით დაასრულა და, რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს ლივერპულის თავკაცი მიიღებდა. კლოპი პირველი გერმანელია, ვინც ეს პრიზი მოიგო. 

ლივერპულმა ამ სეზონში საოცრად ითამაშა, კლუბმა ზედიზედ 18 ტურში შეძლო გამარჯვება, ჯამში კი 32 თამაში მოიგო. "ენფილდზე" ლივერპულმა 55 ქულა მოაგროვა (57 შესაძლებელიდან). კლოპმა ამ სეზონში ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი (პეპ გვარდიოლას შედეგი - 4 პრიზი 2017/18 წლების სეზონში - გააუმჯობესა). 

შეგახსენებთ, რომ ახლახან პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლივერპულის მცველი ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები