Thumbnail

UFC 252 | მანქანა ჯადოქარს აჯობებს - ამერიკული მედია დვალიშვილის ბრძოლის წინ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

16 აგვისტოს (თბილისის დროით, 06:00-დან), ლას ვეგასში მერაბ დვალიშვილი UFC 252-ის ეგიდით, კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორთაბრძოლას გამართავს, ის ჯონ დოდსონს შეხვდება, რომელიც მჩატე წონის რეიტინგში მე-15 პოზიციაზეა...

ლას ვეგასის Apex-ში საღამოს მთავარი ორთაბრძოლა მძიმეწონოსანთა დაპირისპირებაა - სტიპე მიოჩიჩი დანიელ კორნიეს წინააღმდეგ. ამის შემდეგ ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ დვალიშილისა და დოდსონის ორთაბრძოლისკენაა. 

დოდსონი და დვალიშვილი

Essentially Sports ამ ორთაბრძოლის წინ პროგნოზს აკეთებს:

"ორივე მებრძოლი კარგად შთამბეჭდავად ასპარეზობს, მათ შორის გამარჯვებულს კი კარგი შანსი მიეცემა, მომავალში ახლადგაჩემპიოებულ პეტრ იანს დაუპირისპირდეს. ყოფილი პრეტენდენტი დოდსონი მუდამ ტოპმებრძოლებს ხვდებოდა. მას დიაშოუსთვის, ვაინლენდისთვის და მუნიოსისთვის მოუგია. "ჯადოქარს" ერთ-ერთი უსწრაფესი ხელები აქვს მთელს UFC-ში. ის ამ სისწრაფეს უკანასკნელ გონგამდე ინარჩუნებს.

მერაბ დვალიშვილი გუსტავო ლოპესთან ბრძოლაში გამარჯვებული დარჩა, მან საკუთარი რეკორდიც კი მოხსნა მაშინ. როგორც კარგი "მოჭიდავე" მჩატე წონაში ყველასთვის საშიშ მეტოქეს წარმოადგენს. დვალიშვილს "მანქანას" უწოდებენ. "ჭიდაობის" გარდა, მას დარტყმებიც კარგად ეხერხება. შეტევაში სტილების ცვლა შეუძლია. 

თუ "მანქანა" დასაწყისშივე შეძლებს ფეხით სერიოზული დარტყმის მიყენებას, ის მეტოქეს შეუზღუდავს მოძრაობას და ბრძოლასაც გააკონტროლებს. საუკეთესო შემთხვევაში, ორთაბრძოლის ბედს მსაჯთა ქულები გადაწყვეტს. ჩვენი აზრითაც, მერაბ დვალიშვილი ქულებით ერთხმად გაიმარჯვებს". 

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში პირველი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ 4 ბრძოლა აქვს მოგებული. 14 ივნისს მან ამერიკელი გუსტავო ლოპესი დაამარცხა. მჩატე წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-15 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები