Thumbnail

დერიკ ჯონსს დიაგნოზი დაუსვეს - ის გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ დაშავდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინდიანა პეისერსი 109:92 მაიამი ჰიტი
  • ბითაძესთან შეჯახების შემდეგ დერიკ ჯონსი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
  • მაიამის კალათბურთელს მოგვიანებით სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა  

მაიამი ჰიტის ფორვარდს დერიკ ჯონსს, რომელიც ინდიანა პეისერსთან შეხვედრაში გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ დაშავდა, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. 23 წლის კალათბურთელს კისრის კუნთების დაჭიმულობა აქვს.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ინდიანამ მაიამის ანგარიშით 109:92 მოუგო. მატჩის ერთ ეპიზოდში გოგა ბლოკის დაყენებას ცდილობდა, როდესაც მას დერიკ ჯოუნსი შეეჯახა და ისე დაშავდა, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მოგვიანებით ჯოუნსს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და ტვინის შერყევაზე ტესტი ჩაუტარეს და როგორც გაირკვა, კალათბურთელს სერიოზული დაზიანება არ აქვს. მოგვიანებით დერეკს კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაუტარებენ.

გოგამ მაიამისთან 16 წუთში 4 ქულა მიითვალა

გოგა ბითაძის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი 45 მოგებითა და 28 მარცხით დაასრულა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი დაიკავა. ბითაძის გუნდი მერვედფინალურ სერიაში სწორედ მაიამის გაეჯიბრება. დაპირისპირება სტარტს 18 აგვისტოს აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები