Thumbnail

'აქ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვართ' - თომას მიულერი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა 8:2 გაანადგურა ბარსელონა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თომას მიულერი დაასახელეს, რომელმაც თანამემამულე ტერ შტეგენს ორი გოლი გაუტანა.

ამის გარდა ის იოლად ნახულობდა ხვრელებს ბარსელონას ხაზებს შორის, დაცვაში ბოლომდე მუშაობდა და მოედანზე ნამდვილი ლიდერი იყო. 

თომას მიულერი (ბაიერნი): "დღეს ძალიან ვიმხიარულეთ. არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელების სახელებს. რა თქმა უნდა, ბარსელონა განსაკუთრებული გუნდია. ამიტომაც ჩვენი მოვალეობა იყო, აგრესიული თამაში და ბოლომდე ბრძოლა. როცა ბურთი ხელში ჩავიგდეთ, ინიციატივა აღარ გავუშვით ხელიდან, რადგან ჩვენც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს შეტევაში. 
თავს ბრწყინვალედ ვგრძნობთ, მაგრამ ახლა უნდა დავწყნარდეთ და გადავჯგუფდეთ მომდევნო მატჩისთვის. ხვალ დილით მთელი მსოფლიოს მესიჯებს სიამოვნებით ვუპასუხებთ, მერე კი მხოლოდ ნახევარფინალზე ვიფიქრებთ. აქ იმისთვის ვართ, რომ ფინალი მოვიგოთ". 

📺 ბარსელონა V ბაიერნი

კომენტარები

ბოლო ამბები