Thumbnail

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რუსი სპეციალისტი ქართველი ტალანტის ლოკომოტივში შენარჩუნებას კატეგორიულად მოითხოვდა, მაგრამ კლუბის მენეჯმენტმა, გენერალური დირექტორის, ვასილი კიკნაძის ხელმძღვანელობით, ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

შედეგად, ხვიჩას სრულფასოვანი კონტრაქტი რუბინმა გაუფორმა და ქართველი ყაზანური გუნდის ლიდერი გახდა. ის გასულ სეზონში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დაასახელეს.

იური სიომინმა news.sportbox-თან ინტერვიუში კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი გაშვებით ლოკომოტივმა წამში 10 მილიონი ევრო დაკარგა.

კვარაცხელიამ ახალი სეზონიც კარგად დაიწყო და პირველი ტურის საუკეთესო დრიბლიორი გახდა

"თუ ხვიჩა მათ არ გაუშვიათ და უბრალოდ, ვერ შეინარჩუნეს, ეს ნიშნავს, რომ მენეჯმენტმა თავისი სამუშაო ცუდად შეასრულა. ხვიჩა უნდა დარჩენილიყო, რამდენადაც ვიცი, დირექტორთა საბჭოს მოსაზრებები გაიყო. რატომ არავინ არაფერი მკითხა? ჩვენ შევიძინეთ უზბეკი ჟალოლიდინოვი, რომელიც ხვიჩაზე ძვირი ჯდება, ხოლო კლუბმა ერთ წამში 10 მილიონი ევრო დაკარგა. ახლა ისინი ხვიჩასთვის ფულს გადაიხდიდნენ. მისი აგენტი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. რატომ? გვითხრან, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი", - თქვა სიომინმა.

📺 ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის ლოკომოტივში 2018/19 წლების სეზონში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო რუბინის მაისურით 2019/20 წლების სეზონში 27 თამაშში 3 გოლი, 3 პასი და 2 გამომუშავებული პენალტი ჩაიწერა აქტივში. ქართველს ყაზანურ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები