Thumbnail

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი შესაძლოა მანჩესტერელთა ფრან ნახევარმცველში პოლ პოგბაში გაიცვალოს.

ტურინელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გუნდში ცვლილებები უკვე დაიწყო. გუნდი უკვე დატოვა ბლეზ მატუიდიმ. რაც შეეხება პოგბას, ფრანგს იუვენტუსში თავის დროზე პირლოსთან ერთად უთამაშია.

გასულ ზაფხულს პაულო დიბალამ უარი უკვე თქვა ტოტენჰემში ტრანსფერზე და გამორიცხული არაა, ახლაც უარი თქვას ინგლისში გადაბარგებაზე. მით უმეტეს, რომ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.

ანდრეა პირლომ იუვენტუსში მაურიციო სარი ახლახან შეცვალა

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა მიიჩნევს, რომ 26 წლის ფორვარდისთვის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა. ამასთან, არგენტინელის წარმომადგენლემბი ტურინულ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობენ - დიბალას წელიწადში 15 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა 10 მილიონსა და ბონუსებს სთავაზობენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუვენტუსი პაულო დიბალა-კრიშტიანო რონალდოს წყვილიდან ერთ-ერთთან გამოთხოვებას აპირებს, რათა სახელფასო ხარჯები შეამციროს.

გასულ სეზონში პაულო დიბალამ ყველა საკლუბო ტურნირის 46 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. ტურინის იუვენტუსმა მაურიციო სარისთან ერთად სერია A მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში კი ლიონთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.
 
27 წლის პოლ პოგბამ, რომელმაც გასული სეზონის საკმაოდ დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, 21 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ფრანგი ფეხბურთელი იუვენტუსში 2012-16 წლებში გამოდიოდა და იტალიის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები