Thumbnail

რუსეთის ნაკრები ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის რუმინეთთან ტესტებით მოემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსეთის სარაგბო ნაკრები რუმინეთთან ორ ტესტს გამართავს
  • როდის, გაიმართება საქართველო V რუსეთი

საქართველოს ნაკრების მეტოქები რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსეთი და რუმინეთი შემოდგომით ერთმანეთში ორ ტესტს გამართავენ...

რუსეთის რაგბის ფედერაციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიღწეულია შეთანხმება რუსეთსა და რუმინეთს შორის ორი ტესტის გამართვაზე. პირველი 25 ოქტომბერს ВТБ არენაზე შედგება მოსკოვში. მეორე კი საქართველოსთან მატჩის წინ (ან შემდეგ). მეორე ტესტის ჩატარების დრო საქართველოსა და რუსეთის მატჩის თარიღზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი "ბორჯღალოსნებმა" უკვე მოიგეს, მაგრამ რუსეთთან მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულია. შესაძლოა, ის თბილისში 31 ოქტომბერს გაიმართოს. 

რუსეთის რაგბის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ ამჟამად რაგბი ევროპაში სწორედ საქართველო-რუსეთის მატჩის გამართვის თარიღზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

კომენტარები

ბოლო ამბები