Thumbnail

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი არავის დაიმატებს. ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს..

მას მერე, რაც რეალ მადრიდისთვის სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან მარცხით დასრულდა, ფეხბურთელებს საერთო თათბირი კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ხოსე ანხელ სანჩესმა ჩაუტარა. სანჩესმა კლუბის გამოსვლა პოზიტიურად აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ რეალი ევროთასებს 1/8 ფინალში დაემშვიდობა. 

რატომ არ იყიდის რეალი არავის? ამის მიზეზად ხოსე ანხელ სანჩესმა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. რეალს უბრუნდებიან გასხვისებულები: მარტინ ოდეგაარდი, დანი სებალიოსი და ანდრიი ლუნინი. რეალს ისედაც ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და ზინედინ ზიდანმა უნდა აარჩიოს, თუ ვინ დატოვებს "სამეფო კლუბს". 

ამასობაში ნორვეგიელი ტალანტი უკვე დაემშვიდობა რეალ სოსიედადს, სადაც იჯარით ტამაშობდა: "ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო რეალ სოსიედადის მაისურით თამაში. ბასკეთში თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. ლა რეალს ყოველთვის ექნება ჩემს გულში დიდი ადგილი", - ასე დაემშვიდობა 21 წლის ოდეგაარდი სანსებასტიანულ კლუბს. 

ფეხბურთელებს დარიგებები მისცეს, თუ როგორ აირიდონ კორონავირუსით დაინფიცირება, მათ შეატყობინეს, რომ საკუთარ თავზე პასუხს აგებენ და 30 აგვისტომდე შვებულებაში გაუშვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები