Thumbnail

ტიაგო ალკანტარას ლივერპულში ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური ხდება! გერმანული სოლიდური სპორტული გამოცემა Sport1 სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მერსისაიდულმა კლუბმა ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე პირველად მიმართა მიუნხენის ბაიერნს ოფიციალურად. მეორე გერმანული გამოცემა ‘ბილდი’ კი წერს, რომ ლივერპულის მესვეურები ბავარიული გრანდის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს დაუკავშირდნენ.

ამასთან, Sport1-ის ინფორმაციით, ლივერპული და ტიაგო ალკანტარა უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ. 29 წლის ესპანელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ბაიერნის შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ახლო წარსულში პირდაპირ მიანიშნა, რომ ალკანტარა ბაიერნის დასატოვებლად ემზადებოდა. “ტიაგო ესპანეთშიც ტოპ-კლუბში თამაშობდა და გერმანიაშიც. ახლა, შესაძლოა, ინგლისურ ტოპ-კლუბში თამაში სურდეს,” - უთხრა რუმენიგემ ‘ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგს’.

“ტიაგო ალკანტარას პრემიერლიგაში გადასვლა თუ უნდა, ეს ჩემთვის გასაგები იქნება, მაგრამ მისი წასვლა ჩვენთვის სამწუხარო იქნება, რადგან ბაიერნის თამაშს რაღაც განსაკუთრებულს მატებს.  მე, როგორც გუნდის მწვრთნელი, ვისურვებდი, რომ მომდევნო წლებშიც ჩვენთან ეთამაშა,” - ეს ბაიერნის დამრიგებლის, ჰანსი ფლიკის სიტყვებია.

‘ბილდის’ ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი ტიაგო ალკანტარას სანაცვლოდ 30-დან 40 მილიონ ევრომდე თანხას მოითხოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები