Thumbnail
  • ჩავიმ ესპანურ მედიასთან ბარსელონას შესახებ ისაუბრა
  • ესპანელ სპეციალისტს სამწვრთნელო შტაბში ხორდი კრუიფის და კარლეს პუიოლი სურს

ალ-სადის მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კიდევ ერთხელ ღიად თქვა, რომ მისი მომავალი მიზანი ბარსელონას მთავარი მწვრთნელობაა. ესპანელი ამას დიდი ხანია არ მალავს და ესპანური მედიაც ხშირად უკავშირებს მშობლიურ გუნდს...

El Pais-თან ინტერვიუში ჩავიმ განაცხადა, რომ თავის სამწვრთნელო შტაბში ხორდი კრუიფისა და კარლეს პუიოლის ხილვა სურს:

ჩავი ერნანდესი: "ჩემთვის პრივილეგია იქნება ერთ დღეს ბარსელონას მწვრთნელობა. სიამოვნებით ვიყოლიებდი ჩემს ოცნების გუნდში ხორდი კრუიფს, კარლეს პუიოლს და ბოლო წლების რამდენიმე ფეხბურთელს. მინდა შევქმნა გუნდი მნიშვნელოვანი ადამიანებისგან, რომელთაც კლუბი უყვართ, რომელთაც ვენდობი და ჩემი ერთგულნი იქნებიან“.

ჩავის თავის სამწვრთნელო შტაბში პუიოლის ხილვა უნდა

ჩავიმ ბარსელონას მოქმედი მწვრთნელის, კიკე სეტიენის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ალ-სადის თავკაცის განცხადებით, სეტიენის სტილი ბარსელონას შეეფერება, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია:

"მე დიდ პატივს ვცემ კიკე სეტიენს. მას აქვს სტილი, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რაც ბარსელონას სჭირდება. ეს არის ‘კრუიფიზმი’, მაგრამ ერთია სტილი და მეორე შედეგები".

გარდა ამისა, ჩავიმ ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა, რომელთანაც ერთად წლების განმავლობაში თამაშობდა, ახლო მომავალში კი შესაძლოა მისი მწვრთნელი გახდეს:

„მესის სჭირდება ბარსა და ბარსას სჭირდება მესი, რადგან ისინი ერთად მეტ ტიტულს მოიგებენ. გყავდეს გუნდში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ყოველთვის ტუზი გყავს“.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ ცოტა ხნის წინ ალ-სადთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, ბარსელონაში კიკე სეტიენის ბედი კი, დიდი ალბათობით, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე იქნება დამოკიდებული, რომლის მეოთხედფინალში „ბლაუგრანა“ მიუნხენის ბაიერნს 14 აგვისტოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები