Thumbnail

ტრანსფერები | მოურინიოს პირველი შენაძენი ზაფხულში - დანიელი ტოტენჰემში ჩაირიცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჰოიბერგმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 5-ნომრიანი მაისურა მოირგო
  • დანიელი ბოლო 4 წელი საუთჰემპტონში თამაშობდა

ლონდონის ტოტენჰემმა საუთჰემპტონიდან დანიელი ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი გადაიბირა. 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა...

ჰოიბერგმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენია 2020/21 წლების სეზონისთვის. არაოფიციალური ინფორმაციით, დანიელის ტრანსფერის სანაცვლოდ "წმინდანებმა" 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი (16.7 მილიონი ევრო) მიიღეს.

გასულ სეზონში ჰოიბერგმა საუთჰემპტონის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე მას გერმანულ კლუბებში, აუგსბურგში, ბაიერნსა და შალკეში უთამაშია. შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემმა პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები