Thumbnail

ინდიანაპოლისურმა ვებ-გვერდმა Indycornrows ინდიანა პეისერსის ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამარჯვების საფუძვლებზე ისაუბრა და სასიხარულოა, რომ ყურადღება გოგა ბითაძის ფაქტორზეც გაამახვილა. აღნიშნულმა საიტმა 5 ქვეთავიდან ერთი სწორედ ინდიანელთა ახალგაზრდა ქართველ ცენტრს მიუძღვნა. აი, რას წერს Indycornrows ჩვენებურზე:

გოგა კარგად გამოიყურებოდა

გოგა ბითაძემ ლეიკერსთან მატჩი 7 ქულით, 2 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა და ამისთვის 12 წუთი ეყო. მიუხედავად იმისა, რომ პეისერსის ახალწვეულს მიმდინარე სეზონში უფრო შედეგიანი მატჩები ჰქონია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს, მის ახლადაწყებულ NBA-ს კარიერაში ყველაზე შთამბეჭდავი თამაში იყო. ბითაძემ სოლიდური დაცვა ითამაშა ენტონი დევისის წინააღმდეგ და არ შეიძლებოდა, ამაზე ყურადღება არ გაგვემახვილებინა.

ოჰ! აქ კი მან ლებრონ ჯეიმსს დააფარა.

 

ცხადია, ბითაძის ამ გარჯის გადაფასებაც არ შეიძლება, თუმცა, იმის ყურება, ის როგორ ვითარდება, ნამდვილად სასიამოვნოა. 5 თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ გოგა პირველი განთესვის მქონე ლეიკერსის წინააღმდეგ სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებდა და თანაც, გამარჯვებაში შესამჩნევ წვლილს შეიტანდა, ნამდვილად არ დავიჯერებდით.

გასულ შეხვედრაში მან დაამტკიცა, რომ მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს და პერიმეტრიდან შეტევისაც არ ეშინია. ბითაძეს კიდევ საკმაო სამუშაო აქვს, რათა ინდიანას რიგებში მართლაც ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცეს, თუმცა, ნათელია, რომ ის სწორ გზას ადგას.

ამ დროისთვის, გოგა ბითაძეს NBA-ში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მაჩვენებელი 3.2 ქულა და 1.9 მოხსნაა, პეისერსს კი 43 მოგებითა და 27 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი უკავია. ბითაძის გუნდს საპლეიოფო ბატალიების დაწყებამდე, 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 11 აგვისტოს დილასა და 15-ში მაიამისთან, ხოლო 13-ში – ჰიუსტონთან.

კომენტარები

ბოლო ამბები