Thumbnail

NBA | დონჩიჩის და პორზინგისის გარეშე - დალასს იუტასთან ლიდერები არ ეყოლება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დღეს ლუკა დონჩიჩი და კრისტაპს პორზინგისი არ ითამაშებენ
  • დალასის მწვრთნელმა ლიდერების დასვენება გადაწყვიტა

დალას მავერიკსი იუტა ჯაზთან მატჩში მთავარ ვარსკვლავებს, ლუკა დონჩიჩს და კრისტაპს პორზინგისს არ ათამაშებს - მიზეზი სიფრთხილეა. დონჩიჩს ამ სეზონში ფეხი ორჯერ გადაუბრუნდა და ამის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა. პორზინგისს 2018 წელს ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ერთი წელი ვერ ითამაშა.

📋 მეტი ამ თემაზე:

დღეს, იუტასთან დაგეგმილი შეხვედრა დალასისთვის პირველი ე.წ. Back-to-Back მატჩია და ჯაზის შემდეგ მავერიკსი მომდევნო დღეს პორტლენდს უნდა შეხვდეს. იმის გათვალისწინებით, რომ დალასს დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილის დაკარგვის საფრთხე აღარ ემუქრება, გუნდის მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის გადაწყვეტილება ლოგიკურია - იგი ორივე სუპერვარსკვლავს ასვენებს. დონჩიჩთან და პორზინგისთან ერთად, დაისვენებს დორიან ფინი-სმიტიც.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები