Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის წინ - ატლეტიკოს ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ესპანურმა კლუბმა საგანგებო განცხადება გაავრცელა
  • მადრიდელებს სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელით

მადრიდის ატლეტიკოში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაინფიცირებულია ორი ფეხბურთელი, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

"მთავარი გუნდის ყველა წევრმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ლისაბონში გამგზავრებულთა სიაში იმყოფებიან, კორონავირუსზე ტესტირება გაიარეს. დღეს აღმოჩნდა, რომ ორი ფეხბურთელის შემთხვევაში პასუხი დადებითია. ისინი იზოლირებულნი არიან. ეს აუცილებლად იმოქმედებს ვარჯიშის გრაფიკზე, მთელმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაიაროს ახალი ტესტირება“, - წერს "როხიბლანკოს" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის ატლეტიკო 13 აგვისტოს, ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, გერმანულ ლაიპციგს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები