Thumbnail

ლივერპულის ახალი მარცხენა მცველი - კლოპი 24 წლის ბერძენს იმატებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ახალგაზრდა ბერძენს სამედიცინო შემოწმება ჯერ არ გაუვლია
  • ჩემპიონებმა ნორვიჩიდან ჯამალ ლუისის დამატება ვერ შეძლეს

ლივერპულში ენდრიუ რობერტსონს სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს, ამიტომ შოტლანდიელს დასვენება თითქმის არ უწევს. თუმცა ლივერპულმა დღეს ახალი მარცხენა მცველი შეიძინა - კოსტას ციმიკასი, რომელიც წითლებმა ოლიმპიაკოსიდან იყიდეს.

კლოპს ნორვიჩ სიტის ჯამალ ლუისში 20 მილიონი ფუნტის გადახდა დაენანა და მისი შემცვლელი მერსისაიდელებმა ათენში მონახეს - 24 წლის ციმიკასის სახით. პერსონალური დეტალები ჯერ კიდევ შეუთანხმებელია, თუმცა სატრანსფერო თანხა ცნობილია - 11.7 მილიონი ფუნტი.

საბერძნეთის ნაკრების წევრით, ლესტერ სიტიც დაინტერესებული იყო, რადგან როგორც გაირკვა, გუნდის ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველი - ბენ ჩილველი კარიერას ჩელსიში განაგრძობს. ბრენდან როჯერსს ახალი მარცხენა მცველის პოვნა სხვაგან მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები