Thumbnail

ევროპალიგა | სამივე ქართული კლუბის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპალიგის წილისყრა 10 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება
  • ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

უეფამ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინა დღეს გუნდები სხვადასხვა ჯგუფებში გაანაწილა, შედეგად, დინამო ბათუმის, თბილისის ლოკომოტივისა და თბილისის საბურთალოს შესაძლო მეტოქეები ცნობილი გახდა. აღსანიშნავია, რომ სამივე ქართული გუნდი განუთესავია და შესაბამისად, ოდნავ ძლიერ მეტოქესთან (განთესილთან) მოუწევთ დაპირისპირება.

განთესილი გუნდები - დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქეები

ნეფტჩი (აზერბაიჯანი)

კეშლა (აზერბაიჯანი)

ჰაპოელი ბეერ-შევა (ისრაელი)

განუთესავი გუნდები

შკუპი (ჩრდილოეთ მაკედონია)

ლიაჩი (ალბანეთი)

დინამო ბათუმი (საქართველო)

განთესილი გუნდები - ლოკომოტივის სავარაუდო მეტოქეები

უნივერსიტარია (რუმინეთი)

შკენდია (ჩრდილოეთ მაკედონია)

ბაჩკა-ტოპოლა (სერბეთი)

კაირატი (ყაზახეთი)

განუთესავი გუნდები

სუმგაითი (აზერბაიჯანი)

ნოა (სომხეთი)

ლოკომოტივი (საქართველო)

პეტროკუბი (მოლდოვა)

განთესილი გუნდები - საბურთალოს სავარაუდო მეტოქეები

მაკაბი ჰაიფა (ისრაელი)

აპოლონი (კვიპროსი)

ალაშკერტი (სომხეთი)

განუთესავი გუნდები

საბურთალო (საქართველო)

ჟელეზჩინარი (ბოსნია)

რენოვა (ჩრდილოეთ მაკედონია)

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უკვე გაიმართა და დინამო თბილისი ალბანურ ტირანას შეხვდება. ევროპის ლიგის წილისყრა 10 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. წყვილში მასპინძელი გუნდის ვინაობაც წილისყრით გამოვლინდება, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ერთმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები