Thumbnail

ობამეიანგის ახალი კონტრაქტის საფასური - ლაკაზეტი მადრიდის ატლეტიკოში მიდის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • The Sun-ის ინფორმაციით ლაკაზეტი ატლეტიკოში ითამაშებს
  • შესაძლოა თანხის დამატების შემთხვევაში, არსენალმა მადრიდიდან პარტეი გადაიბიროს

არსენალის ლიდერმა - პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თუ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ეს დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ ლონდონელები კლუბის მეორე ფორვარდის - ალექსანდრ ლაკაზეტის გაყიდვას შეეცდებიან.

29 წლის ფრანგით მადრიდის ატლეტიკოა დაინტერესებული. ესპანელები ლაკაზეტში 30 მილიონ ფუტნს იხდიან. თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, რომელიც ლაკაზეტის თომას პარტეიში გაცვლას და არსენალის მხრიდან თანხის დამატებას გულისხმობს.

განელი ცენტრალური ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 42.5 მილიონი ფუნტია. როგორც The Sun-ი წერს, მიკელ არტეტა პარტეის შეძენით დაინტერესბულია, ასევე დანი სებალოსის კონტრაქტის გახანგრძლივებით და ლილის ცენტრალური მცველით - გაბრიელით.

კომენტარები

ბოლო ამბები