Thumbnail

6 გოლი ორ თამაშში - დინამო ბათუმმა ჩიხურა მიხეილ მესხზე გაანადგურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე დინამო ბათუმმა წაუგებლად დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდი მე-9 ტურში საჩხერის ჩიხურას ესტუმრა და სეზონში ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სტუმარი გუნდის უპირატესობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა. მე-3 წუთზე გიორგი ნიქაბაძემ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ბათუმელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ბათუმელები სწრაფი გოლის მიუხედავად აგრძელებდნენ მეტოქეზე ზეწოლას და აშკარა იყო, რომ სხვაობის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხი იქნებოდა.

ასეც მოხდა. 28-ე წუთზე სტუმართა კუთხური შედეგიანი გამოდგა. საჯარიმოში მამუკა კობახიძეს მცველებმა დიდი დრო მისცეს და გამოცდილმა მცველმა ზუსტად დარტყმა მოახერხა. ტაიმის მიწურულს ანგარიში კიდევ გაიზარდა. ნიქაბაძემ გოლს საგოლე პასი დაუმატა, როდესაც ჯაბა ჯიღაური შესანიშნავ პოზიციაში დატოვა და ჯაბამ მეტოქის კარი დალაშქრა.

მე-2 ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. ჩიხურა ვერ ახერხებდა მეტოქის შეწუხებას თამაშმა მთლიანად მასპინძელთა მოედნის ნახევარზე ჩაიარა. თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. კვლავ ფლანგზე მოთამაშე ვლადიმერ მამუჩაშვილის გადაცემას ჯიღაური ეფექტური თაურით გამოეხმაურა, დუბლი შეასრულა და დინამო ბათუმმა 4:0 იმარჯვა.

გეგუჩაძის შეგირდებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს, ამ ორ ტურში დინამომ 6 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია, პირველი წრის 9 მატჩიდან 4 მოიგო, 5-ჯერ ფრეს დასჯერდა და არ დამარცხებულა. შედეგად, 17 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის ლიდერ დინამო თბილისს ერთადერთი ქულით ჩამორჩება. ჩიხურამ კი სეზონის ნახევარი ძალიან სუსტად ჩაატარა, 5 ქულით მე-9 ადგილზეა.

დინამო ბათუმი მე-10 ტურში თბილისში, მერანს 16 აგვისტოს დაუპირისპირდება, ჩიხურა კი ერთი დღის შემდეგ საბურთალოს უმასპინძლებს.

ჩიხურა 0:4 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ნიქაბაძე (3), 0:2 კობახიძე (28), 0:3 ჯიღაური (42), 0:4 ჯიღაური (79)

ჩიხურა (4-3-3): ბეგაშვილი - მაჩაიძე, კაშია, ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი - გვაზავა (70. ტეფნაძე), წიქარიძე (46. დეკანოიძე), ჩიკვაიძე - ღავთაძე (70. ფოცხვერია), ბუხაიძე, კიკაბიძე

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - ტეიდი, მანჯგალაძე - ვაგნერი (26. გაფრინდაშვილი), ჯოვინო (52. რეინალდო), ჯიღაური - ნიქაბაძე (77. თევდორაძე)

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები