Thumbnail

ბაიერნმა ჩელსის მეორე მატჩიც მოუგო - გერმანელები ბარსას შეხვდებიან [მიმოხილვა]

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მიუნხენის ბაიერნმა ლონდონის ჩელსის ორივე მატჩი მოუგო
  • 'რეკორდმაისტერის' მეტოქე მეოთხედფინალში ბარსელონა იქნება

მიუხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ჩელსის 4:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. ''რეკორდმაისტერმა'' ლონდონელები ორი მატჩის ჯამში 7:1 დაამარცხეს.

''ალიანს არენაზე'' გამართულ მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 13-მდე გაზარდა. მიუნხენელთა მხრიდან თითო გოლი ტოლისომ და პერიშიჩმა გაიტანეს, ლამპარდის გუნდის ერთადერთი გოლი აბრაჰამის ანგარიშზეა.

ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონას შეხვდება, რომელმაც ''კამპ ნოუზე'' ნაპოლის 3:1 სძლია.

📺 ბაიერნი V ჩელსი

ბაიერნი 4:1 ჩელსი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (პენ-10), 2:0 პერიშიჩი (24), 2:1 აბრაჰამი (44), 3:1 ტოლისო (76), 4:1 ლევანდოვსკი (83)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - დეივისი, ალაბა, ბოატენგი (ზულე 63'), კიმიხი (ოდრიოსოლა 71') - გორეცკა, ალკანტარა (ტოლისო 70') - გნაბრი (ხავი მარტინესი 81'), მიულერი, პერიშიჩი (კოუტინიო 64'), ლევანდოვსკი

ჩელსი (4-4-2): კაბალიერო - ჯეიმსი, კრისტენსენი, ზუმა, ემერსონი - ჰადსონ-ოდოი, კანტე, კოვაჩიჩი, მაუნტი - ბარკლი, აბრაჰამი (ჟირუ 81')

კომენტარები

ბოლო ამბები