Thumbnail

ანდრეა პირლომ ტურინის იუვენტუსთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 41 წლის სპეციალისტი "ვეკია სინიორას" მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში უხელმძღვენელებს. მან პოსტზე დღეს გაშვებული მაურიციო სარი შეცვალა.

ამ ამბავს უკვე გამოეხმაურა კლუბის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა: "რა გამოდის, ახლა მისტერი უნდა დაგიძახო? წარმატებებს გისურვებ ამ ახალ გამოწვევაში ანდრეა!"

სხვათა შორის კლუბის ლეგენდარული გოლკიპერი ახალ მთავარ მწვრთნელზე დიდია - ბუფონი 42 წლის გახლავთ და კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს ტურინის იუვენტუსის შემადგენლობაში. ანდრეა პირლო კი ჯერ 41 წლისაა. 

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო იუვენტუსში 30 ივლისს დაბრუნდა, როცა ის იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდის თავკაცად დანიშნეს, მაგრამ ზუსტად 9 დღეში პირლო პირველ გუნდში დააწინაურეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები