Thumbnail

იტალიური მედია: მაურიციო სარიმ იუვენტუსი დატოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მაურიციო სარიმ ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უკვე დატოვა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, კლუბი ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

მანამდე ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ფრანგული ლიონის ბარიერი ვერ დაძლიეს. სარი გუნდმა, რომელმაც სტუმრად ანგარიშით 0:1 წააგო, ტურინში რონალდოს დუბლის წყალობით  კი მოიგო (2:1), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახალ სეზონში იუვენტუსი შესაძლოა სიმონე ინძაგიმ გაწვრთნას

ბოლოდ დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურინული კლუბი სარის შესაძლო შემცვლელად მოლაპარაკებებს რამდენიმე სპეციალისტთან მართავდა. კანდიდატებს შორის რომის ლაციოს მთავარ მწვრთნელს სიმონე ინძაგის და ტოტენჰემის ყოფილ თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს ასახელებენ. 

მაურიციო სარიმ ტურინის იუვენტუსი გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდს მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში გაამარჯვებინა. "ბებერმა ქალბატონმა" ვერც ქვეყნის თასი მოიგო და ვერც სუპერთასი. 

მანამდე 61 წლის იტალიელი სპეციალისტი ლონდონის ჩელსიში, უფრო ადრე კი ნაპოლიში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები