Thumbnail

'ასე ნაპოლის ვერ მოვუგებთ' - ლეო მესი ბარსელონას კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩს ნაპოლისთან 8 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" გამართავს. სტუმრად ნეაპოლში ანგარიშით 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ხელს შინ უგოლო ფრეც აძლევთ.  

ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი ეჭვობს, რომ მისი გუნდი ნაპოლისთან წარმატებას ვერ მიაღწევს, თუკი გასულ სეზონთან შედარებით, თავის თამაშში გარკვეულ ცვლილებებს არ შეიტანს. 

"გარკვეული ხნის წინ ვთქვი, რომ თუკი ისევე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც გასულ სეზონში ვთამაშობდით, ჩემპიონთა ლიგის მოგება გაგვიჭირდებოდა. ჩვენი ძალისხმევა არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ესპანეთის ჩემპიონები გავმხდარიყავით. თუკი რეაგირებას არ მოვახდენთ და არაფერს შევცვლით, ჩემპიონთა ლიგაში ნაპოლის ვერ დავამარცხებთ", - აქვეყნების ლეოს ნათქვამს ესპანური მედია.

პირველ მატჩში ბარსა მარცხისგან ანტუან გრიზმანმა იხსნა

არგენტინელი ვარსკვლავი ამას პირველად არ ამბობს, კატალონიელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კი მის პოზიციას არ იზიარებდა

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ესპანეთის 2019/20 წლების ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ მადრიდის რეალს 5 ქულით ჩამორჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები