Thumbnail
  •  იუვენტუსი 2:1 (0:1) ლიონი
  • კრიშტიანო რონალდოს დუბლი საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ტურინის იუვენტუსმა ფრანგულ ლიონს უმასპინძლა და კრიშტიანო რონალდოს დუბლით 2:1 დაამარცხა. ამის მიუხედავად, სტუმრად გატანილი ბურთის წყალობით, ბრძოლას რუდი გარსიას გუნდი აგრძელებს. 1/4 ფინალში ლიონი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. 

ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როცა საჯარიმოში აუარი წააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ საკამათო სიტუაცია იყო, VAR-მა მსაჯის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და პენალტი მემფის დეპაიმ უნაკლოდ შეასრულა.

პირველ ტაიმში, სანამ გაათანაბრებდა, იუვენტუსს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, ბერნარდესკის ცარიელ კარში ბურთის შეტანა ბოლო წამს მარსელომ არ დაანება, ხოლო კრიშტიანო რონალდოს ჯარიმა ანტონი ლოპეშმა მოიგერია. 

43-ე წუთზე კიდევ ერთი საკამათო პენალტი დაინიშნა, ამჯერად, ლიონის კარში და რონალდომ პენალტით გაათანაბრა. 

მე-60 წუთზე კრიშტიანო რონალდომ შორეული დარტყმით, სუპერგოლი გაიტანა და იუვენტუსი დააწინაურა. კრიშტიანოს კიდევ ერთ მომენტს თუ არ ჩავთვლით, იუვენტუსს მეტი მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნია. ორი მატჩის ჯამში 2:2 დაფიქსირდა, ფრანგული კლუბი სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წყალობით, მეოთხედფინალშია.

📺 იუვენტუსი V ლიონი

საინტერესო ფაქტები

⚽ კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსის 95-წლიანი რეკორდი დაამხო - მან სეზონში 37 გოლი გაიტანა (46 მატჩში). 

⚽ ევროთასების პლეი ოფიდან იუვენტუსი ფრანგულმა კლუბმა ისტორიაში პირველად გააგდო. 

⚽ კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩებში 67 გოლი გაიტანა. ზუსტად ამდენი აქვთ გატანილი მეორე (მესი - 46) და მესამე (მიულერი - 21) ადგილზე მყოფებს ერთად. 

⚽ კრიშტიანომ ლიონს ჩემპიონთა ლიგაზე სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გაუტანა. 

⚽ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუს სტედიუმზე" პირველი პენალტი გაუშვა. 

⚽ მემფის დეპაი პირველი ფეხბურთელია 2003/04 წლების სეზონიდან მოყოლებული, ვინც ლიგის ერთ თამაშში პენალტი გაიტანა და პენალტი "აიკიდა". 

იუვენტუსი 2:1 (0:1) ლიონი

გოლები: 0:1 დეპაი 12' (პენალტი), 1:1 რონალდო 43 (პენალტი), 2:1 რონალდო (60)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო (70. დანილო), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი (60. რემზი), რაბიო - ბერნარდესკი (70. დიბალა (84. ოლივიერი)), იგუაინი, რონალდო

ლიონი (3-5-2): ლოპეში - დენაიერი (61. ანდერსენი), მარსელო, მარშალი - დუბუა (90+1. ტეტე), კაკერე, ბრუნო, აუარი (90+1. მენდეში), კორნე - ეკამბი (67. რაინ-ადელაიდი), დეპაი (67. მ. დემბელე)

კომენტარები

ბოლო ამბები