Thumbnail

27 წლის კალათბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაიკლ ოჯო მოულოდნელად გარდაიცვალა
  • ნიგერიელი კალათბურთელი ბოლოს ცრვენა ზვეზდაში თამაშობდა

ცრვენა ზვეზდას ყოფილი კალათბურთელი მაიკლ ოჯო გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, 27 წლის ნიგერიელი ბელგრადში ინდივიდუალურიად პარტიზანის სპორტულ ცენტრში ვარჯიშობდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა...

ოჯო დაუყოვნებლივ ბელგრადის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ მოახერხეს, რადგან სიცოცხლის ნიშნები უკვე დაკარგული ჰქონდა. 

გასულ სეზონში მაიკლ ოჯომ ევროლიგაში 22 თამაში ჩაატარა და ერთ მატჩში საშუალოდ 4.1 ქულას და 3 მოხსნას აგროვებდა. მან ცრვენა ზვეზდა ცოტა ხნის წინ დატოვა და ამერიკაში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ბელგრადში დარჩენა მოუწია.

მაიკლ ოჯოს საკალათბურთო კარიერა აშშ-ში, ფლორიდას შტატის გუნდში დაიწყო, 2017/18 წლების სეზონი კი სერბეთის საკალათბურთო კლუბ FMP-ში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები