Thumbnail

ვილიანი არსენალში ითამაშებს - კლუბი ტრანსფერს რამდენიმე დღეში დაადასტურებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრაზილიელს არსენალში ელოდებიან
  • ვილიანი დავიდ ლუისის ნაბიჯს იმეორებს

32 წლის ჩელსის ბრაზილიელი შემტევი, ვილიანი კარიერას დიდი ალბათობით ლონდონის არსენალში განაგრძობს. ვილიანს ჩელსისთან კონტრაქტი მაშინ ეწურება, როდესაც კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას დაასრულებს.

ბრაზილიელმა ასოცაიციის თასის ფინალი გამოტოვა და სავარაუდოდ გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, შაბათს ბაიერნის წინააღმდეგ დაეხმარება (ჩელსის პირველი მატჩი 3:0 აქვს წაგებული).

ვილიანს ჩელსიში მაჰაჩყალას ანჟიდან გადმოსვლის შემდეგ, 439 მატჩი აქვს ჩატარებული. გუნდთან ერთად მოგებული აქვს პრემიერლიგა, ევროპის ლიგა და ფეხბურთელებმა შახტარის ყოფილი მოთამაშე ჩელსის სეზონის საუკეთესოდ ორჯერ დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები